пятница, 19 декабря 2008 г.

დედამიწა (GEARN-ის საცდელი პროექტი.)

1. პროექტის სახელი: დედამიწა.

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებს გავუადვილოთ დედამიწის სფეროს გაცნობა და სასკოლო დონეზე გავუუმჯობესოთ სამეცნიერო–კვლევითი უნარები.

3. პროექტის სრული აღწერა: გამოცდილება ცხადყოფს, რომ დედამიწის სფეროს გაცნობა მოსწავლეებს საკმაოდ უძნელდებათ. დედამიწის სფეროს სწავლების სირთულეზე ის ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ დედამიწის შემეცნებისადმი კაცობრიობის ინტერესი ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ჩაისახა, რამაც მრავალი საუკუნეების განმავლობაში ამ საკითხის თაობაზე კამათი და დავა გამოიწვია. ეს პრობლემა საბოლოოდ მე–XVIII საუკუნეში გადაწყდა. თანამედროვე პირობებში დედამიწას მეცნიერების მრავალი დარგი სწავლობს. ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით დაკვირვება იძლევა დედამიწის შესახებ სამეცნიერო და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისა და კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას.

მოსწავლეები გაეცნობიან დედამიწის სფეროს, გარემომცველი ბუნების თვისებებს, დედამიწის თავისებურებებს. ისინი შეეცდებიან გაიხსენონ რა იციან ამ თემის გარშემო და აყალიბებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს, რაც მომდევნო კვლევით მუშაობას დაუდებს სათავეს. გაეცნობიან დედამიწის ზედაპირის ნაწილებს, ოკეანეებსა და კონტინენტებს, ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებს. გაეცნობიან დედამიწაზე კაცობრიობის არსებობის საკითხებს.

მოსწავლეები მიზნად ისახავენ გრძელვადიან სასწავლო ამოცანებს და ნაბიჯ–ნაბიჯ აღწევენ დაგეგმილ შედეგს, რასაც სასკოლო დონეზე სამეცნიერო– კვლევითი და სასწავლო–აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. ისინი აყალიბებენ კვლევის გეგმას, ამუშავებენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მოიპოვებენ ინფორმაციას დედამიწის შესახებ, მოიპოვებენ სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით ატარებენ გამოკითხვას.

მოსწავლეები იკვლევენ დედამიწის წარმოშობის ისტორიას, დედამიწის აგებულებას, სიცოცხლის გაჩენას დედამიწაზე და დედამიწისგარე ცივილიზაციების არსებობის შესაძლებლობებს.

მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას, აანალიზებენ და შეაჯერებენ ერთმანეთს. მართავენ დისკუსიებს თემებზე: ,,დედამიწა და ადამიანი," ,,დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები," ,,დედამიწისგარე ცივილიზაციები" (გონიერ არსებათა საზოგადოებები, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს სხვა პლანეტურ სისტემათა სხეულებზე.) და ა. შ. მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოსწავლეები ქმნიან ვებ– საიტს და ამზადებენ პრეზენტაციას.

4. მონაწილეთა ასაკი / კლასები: 6–12; 13–15./ I-VI; VII-IX.

5. ვადები / ხანგრძლივობა: 2008–2009 სასწავლო წლის ნებისმიერი ორი თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მასალის განთავსება ბლოგზე, დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის ანალიზი, პროექტის პრეზენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან დედამიწის სფეროს, გარემომცველი ბუნების ახალ თვისებებს, მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას დედამიწის შესახებ, გამოიმუშავებენ სამეცნიერო–კვლევით უნარ–ჩვევებს.

8. სარგებელი სხვებისათვის: შეიქმნება პროექტის ბლოგი, სადაც განთავსებული იქნება მასალები და ამომწურავი ინფორმაცია პლანეტა დედამიწის შესახებ, რაც დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, გეოგრაფია, ისტორია, ინფორმატიკა.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტ.ის ფასილიტატორის სახელი: ირმა ქართველიშვილი.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: davit.irma@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტი ვებ–გვერდი /ბლოგი: http://www.dedamica-skola.blogspot.com/